“გადაწყვიტეს, რომ ალა პუგაჩოვას “რუსული სცენის დედოფლის” წოდება უნდა ჩამოერთვას” – რა ინფორმაცია ვრცელდება რუსულ მედიაში?

რუ­სეთ­ში ცდი­ლო­ბენ, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ალა პუ­გა­ჩო­ვას, რო­მელ­მაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კრემ­ლის რე­ჟი­მი დაგ­მო და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, კვა­ლი წა­შა­ლონ. ოკუ­პანტს ქვე­ყა­ნა­ში ახ­ლა­ხან გა­და­წყვი­ტეს, რომ მას “რუ­სუ­ლი სცე­ნის დე­დოფ­ლის” წო­დე­ბა უნდა ჩა­მო­ერ­თვას.

პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­და­წყვი­ტეს, რომ პრი­მა­დო­ნას ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია არ აძ­ლევს მას პოპ დე­დოფ­ლის სტა­ტუ­სის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას. რუ­სე­ბის აზ­რით, ამ ტი­ტულს ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის­ტი ლუბა უს­პენ­სკა­ია იმ­სა­ხუ­რებს.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

„უს­პენ­სკა­ია იმ­დე­ნად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რომ მან თა­ვი­სუფ­ლად შეც­ვა­ლა პუ­გა­ჩო­ვა და ის ახლა სცე­ნის დე­დო­ფა­ლია“, – წე­რენ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

თა­ვად პუ­გა­ჩო­ვა ამ ამ­ბავს ჯერ არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გულ­გრი­ლია ამ ამ­ბის მი­მართ, რად­გან მომ­ღე­რა­ლი არც რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას და არც აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნა­ში გას­ტროლს გეგ­მავს.

  • პუ­გა­ჩო­ვას პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით

დი­ვამ სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ დაგ­მო პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი და რუ­სე­თის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში.

2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, პუ­გა­ჩო­ვამ მი­მარ­თა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, თხოვ­ნით, ეღი­ა­რე­ბი­ნა “უცხო­ელ აგენ­ტად”, ამ ნა­ბი­ჯით სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და მე­უღ­ლეს, მაქ­სიმ გალ­კინს, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე აღი­ა­რეს აგენ­ტად.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share