”გლობალური სამშვიდობო სამიტის დროს მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. მე ვაცნობე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რუსული საჰაერო ტერორის შესახებ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე. ჩვენი ქვეყანა ყველა ღონეს ხმარობს ენერგიის გამომუშავების აღსადგენად.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და მონაწილეობისთვის Peacr-ის სამიტში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Ჩვენ ერთად ვართ.
დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ.”
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.