ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადორივმა 8 ივნისს თავისი ორი შვილი, ელი და ადამ კადიროვები დააქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ Новая газета Европа ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ჩეჩნეთის ლიდერმა შვილები მისი პოლიტიკური მოკავშირეების ქალიშვილებზე დააქორწინა. ცნობილი ხდება, რომ კადიროვის უფროსი შვილი, ელი კადიროვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის არასრულწლოვან ქალიშვილზე დაქორწინდა.
ადამ დელიმხანოვის ქალიშვილი, ხედა დელიმხანოვა 1993 წელს დაიბადა. Новая газета დელიმხანოვებთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ხედა 17 წლის ასაკში გათხოვდა, რაც ნიშნავს, რომ ელი კადიროვის ცოლი მაქსიმუმ 14 წლისაა.