რა ეღირება ბათუმის პლაჟზე არსებული სერვისები ზაფხულის განმავლობაში – ამის შესახებ სტატიას გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს. ადგილობრივი მედიასაშუალება დეტალურად წერს, სად რა დახვდება ზღვისპირა ქალაქში ჩასულ ტურისტს.
მაგალითად, როგორც გამოცემა წერს, წელს შეზლონგის ფასები არ გაზრდილა – სტანდარტული შეზლონგი 5 ლარი ღირს, ე.წ. ბადეებიანი კი 10. 5 ლარი ღირს ქოლგაც.
პარაშუტით ფრენა ბათუმის ზღვის თავზე უცხოელებისთვის 150, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარი ეღირება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წუთია.
რაც შეეხება კატერებს – როგორც გამოცემა კატერის გამქირავებლებზე დაყრდნობით წერს, მისი ფასი ნახევარი საათით 200 ლარია, ზღვაში სკუტერით გასვლა კი 10 წუთით 100 ლარი ეღირება.
“ბათუმელების” ცნობით, ელექტრომოპედით ბათუმის ბულვარში სეირნობა საათი 40 ლარია.