ჩოლოქის ბრძოლა

ჩოლოქის ბრძოლა
.
ყირიმის ომის ერთერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა რუსეთისა და თურქეთის არმიებს შორის მოხდა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქის ნაპირზე ჭანიეთსა და ქაქუთს შორის, ბრძოლაში რუსებმა გაიმარჯვეს, მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსების მხრიდან გურიის მილიციამ, ხოლო თურქების მხრიდან ქობულეთელმა ბაშიბუზუკებმა.
.
დიდი ალბათობით რუსულ ოფიციალურ წყაროებში თურქული კორპუსის ჯარისკაცთა რაოდენობა 34 000 არ უნდა იყოს რეალური, ასევე 10 000 კაციანი რუსული ჯარის გამოჩენისას მათი ოზურ¬გეთიდან გაქცევა ნაკლებად დამაჯერებელი. ასევე ნაკლებად დამაჯერებელია ქაქუთის დაცულ ბანაკში ზარბაზნებით გამაგრებულ 34 000 თურქების კორპუსს თავს დასხმოდა 10 000 კაციანი რუსული შენაერთი.
.
აქვე საინტერესოა, რომ სერგი მესხი, რომელიც 1877 წელს თან ახლდა ქობულეთში შესულ რუსულ ჯარს, ჩოლოქის ომში ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით უთითებს, რომ თურქების ჯარი შეადგენდა 8000 ჯარისკაცს, ხოლო რისები და ქართველები 12000 ჯარისკაცი იყო, ეს ციფრი ალბათ უფრო რეალურია ვიდრე ოფიციალურ რუსულ წყაროებში მითითებული ოდენობა.
.
– სერგი მესხის წერილები გამოქვეყნებულია გაზეთ დროებაში (1878 წელი #174; #175; #176)
– ადოლფ კარლემანის ნახატი – “ბრძოლა გურიის საზღვარზე 1854 წლის 4 ივნისს”
– იმავე თემაზე – 1854 წლის რუსული გრავიურა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share