როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ – ღოღობერიძე

“როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს, ეს აუცდენელია და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ” – ამის შესახებ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საუბრობს.

”ეს ხალხი ერთი იდეით არის შთაგონებული, ერთიანი სულისკვეთებით – როგორც საქართველო უთვალავი, ერთიანი ხმა იყო, ეს ძალიან ზუსტი სიტყვებია რატი ამაღლობელის, მართლა, რომ როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს, ეს აუცდენელია და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ,“ – ამბობს ლანა ღოღობერიძე.

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა – აირჩიე ევროპა – დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share