ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ოზურგეთის თეატრი დროებით სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს. ამის შესახებ თეატრი განცხადებას ავრცელებს:
ძვირფასო მეგობრებო! შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 9 და 11 თებერვალს დანიშნული სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია” მოიხსნა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, აჩერებს სპექტაკლების ჩვენებას – 15 თებერვლის ჩათვლით.
ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად სპექტაკლების განრიგი გამოცხადდება საგანგებოდ.
ინფორმაცია სალაროში შეძენილი ბილეთების შესახებ! •გაყიდული ბილეთები დაბრუნდება ან გამოყენებულ იქნება 15 თებერვლის შემდეგ დანიშნულ სპექტაკლებზე.
ნათქვამია ოზურგეთის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.