ქალაქ თბილისში მსოფლიო შესარჩევი ტურნირი მკლავჭიდში სხვადასხვა წინით კატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა.
შესარჩევ შეხვედრაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მკლავჭიდის სექციის სპოტრსმენებმა.
ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა 4 პირველი 3 მეორე და 1 მესამე ადგილი მოიპოვეს.
I ადგილი
აკაკი ხაბულიანი – 50კგ ( მარცხენა მკლავი)
ავთანდილ მეგრელიშვილი – 70 კგ( ორივე მკლავი)
საბა ეზიეშვილი – 60 კგ( მარცხენა მკლავი)
II ადგილი
ბაგრატ შარაშიძე – მძიმე წონა ( მარცხენა მკლავი)
ვახტანგ მგელაძე – მძიმე წონა ( მარჯვენა მკლავი)
ანრი სურმანიძე – მძიმე წონა , დიდებში ( მარცხენა მკლავი)
III ადგილი
ლუკა სალუქვაძე – 65 კგ ( მარცხენა მკლავი)
გუნდი ასპარეზობისთვის გიორგი რუსიეშვილმა, ილია ჟვანიამ და ზურა ბურჭულაძემ მოამზადეს.
,, შესარჩევი ტურნირიდან წარმატებულები დავბრუნდით. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტსმენებს თავდადებული შრომისთვის. მათ ბევრი გააკრთეს იმისთვის, რომ მსოფლიოზე გასულიყვნენ და საგზურები მოეპოვებინათ. განსაკუთრებული მადლობა ფაქტობრივად დებიუტანტ, ავთანდილ მეგრელიშვილს, რომელმაც ორივე მკლავში პირველობა მოიპოვა. წარმატებები ყველას და მადლობა ჩვენ სამსახურს, ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის!” – გიორგი რუსიეშვილი.