ნაცობა, როგორც აგენტურული სიხლიანი იდეოლოგია საბოლოოდ უნდა დამთავრდეს და გასამართლდეს – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მათ “გლობალური ომის აგენტურა ცრუ ნარატივებით” დაუპირისპირდება. ამის შეასხებ მან “ოცნების” ახალი ოფისის გახნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მდინარაძემ ასევე “ნაციონალური მოძრაობა” “სისხლიანი იდეოლოგიის” მატარებელ ძალდა მოიხსენია და მისი საბოლოო დასრულება დააანონსა.

”2024 წლის საპარლამენტო არჩევნები  იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ  დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას  გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაგვიპირისპირდება. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ ნაცობა, როგორც აგენტურული ბნელი და სიხლიანი იდეოლოგია საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს. 
დღეს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და  სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი გავითარება და თავისუფლება  ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share