„შავი გურიელის“ სასახლის ნაშთები

„შავი გურიელის“ სასახლის ნაშთები
.
იური სიხარულიძეს თავის ნაშრომში „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ ჯუმათის სასოფლო საბჭოში, ნაურმევში, მითითებული აქვს ადგილი – „შავი გურიელის სასახლე“. გურიელის სასახლის ნანგრევები მდებარეობს მდინარე სუფსის ხიდიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, ჯუმათისა და სილაურის საზღვართან. სასახლის ნაგრევების შესწავლის ან დათარიღების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.
.
იური სიხარულიძეს ჭანიეთში, გამოღმა ქაქუთში ასევე მითითებული აქვს – „შავი გურიელის ნამოსახლი (მ. ზოიძის ეზო)“.
.
„შავ გურიელი“ იგივე „დიდი გურიელი“ გახლდათ გურიის მთავარი მამია III გურიელი (გურიის მთავარი 1689-1711 წლები; 1701–1702 და წლებში 1713–1714 მეფობდა იმერეთში);
.
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971);
– გურიელების სასახლის ნაშთები; ფოტო კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან
შეიძლება იყოს მთა, ბალახი, ჰორიზონტი and ნისლი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share