რას ამბობს განათლების მინისტრი შეკვეთილში, “რუსული კლუბის” მიერ გამართულ სემინართან დაკავშირებით?

სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს” – ასე პასუხობს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი დეპუტატ თეონა აქუბარდიას ოფიციალურ წერილს შეკვეთილში, “რუსული კლუბის” მიერ გამართულ სემინართან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი დეპუტატი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც წერია, რომ აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და  სკოლების ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არავის არ მიუმართავს.

”საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარმოდგენილი 2014 წლის 15 ივლისის თეão N4877/3 -2,24 წერილის (სამინისტროში რეგისტრაციის N859045. 15.07 2024) პასუხად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ამასთან, არცერთ ორგანიზაციას ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არ მოუმართავს.

ამდენად, თქვენს კითხვებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ხართ, მიმართოთ შესაბამის უწყებებს”, – წერია წერილში.

ვინ მისცა თანხმობა რუს პროპაგანდისტებს, რომ საქართველოში მასწავლებლები გადაამზადონ? – შეკვეთილში სამი დღის განმავლობაში საჯარო სკოლების პედაგოგებს რუსულ ენასა და კულტურაზე ლექციებს უკითხავდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

რუსული სემინარების მოსასმენად თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკვეთილში  50 პედაგოგი ჩაიყვანეს. ამ დიდი შეკრების ორგანიზატორიც “რუსული კლუბია”, რომელმაც საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქართველი პედაგოგების წვრთნას არა რუსები, არამედ ქართველი ბიზნესმენები აფინანსებენ, მაგრამ მათი ვინაობა თავის მართლების წერილში დასახელებული არაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share