ძლიერმა წვიმა ქალაქ ოზურგეთში სერიოზული პრობლემები შექმნა _ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცებ მოვარდნილმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.
ერთ-ერთი ადგილობრივი კი სოციალურ ქსელში საკუთარი სახლის ვიდეოკადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სახლში წყალია შესული და საცხოვრებელი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოშობილი ნიაღვრები ხელს უშლის გადაადგილებას.