ოზურგეთი ლანჩხუთის საავტომობილო გზის ძიმითის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მძღოლებმა აცნობეს და ფაქტის ამსახველი ფოტოსურათებიც მოგვაწოდეს.
მათი თქმით, ერთ მონაკვეთზე, კონკრეტულად ძიმითი-მამათის საზღვარზე მეწყრის გამო რამდენიმე კვირაა დაზიანებულია საავტომობილო გზის მონაკვეთი, რაც აღნიშნულ მონაკვეთს მძღოლებისათვის საფრთხისშემცველს ქმნის.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი არაერთხელ ვაცნობეთ ხელისუფლებას, რეაგირებას არავინ არ ახდენს” აცხადებენ მძღოლები.