”ხალხი ალთასაა, მთავრობა-ბალთას, ოპოზიცია ჩირგვებში…არ მინდა საბჭოეთში გამეღვიძოს!”

”მავთულხლართებიდან რატომ არ შემოვიდნენ ?
დამპყრობელი -ლტოლვილი გახდა?
რატომ გვაქვს მოკლე მეხსიერება?
ერთმუჭად შეკრული, გაერთიანებული, დაბომბილი უკრაინააა ღირსების მაგალითი. 70 ათასი ემიგრანტი ქვეყანაში დაბრუნდა საომრად. ერი, ბერი, ქალი, ბავში, მთავრობა ერთობით იცავს მიწა-წყალს.
დააფიათეთ ჭიშკრები….ანდა სად გვაქვს ან საზღვრები, თუნდაც ერთიანობა, გონიერება? ხალხი ალთასაა, მთავრობა-ბალთას, ოპოზიცია ჩირგვებში…
ახლა ვჭამთ ერთურთს და სარგებელს ვეძებთ.
არ მინდა საბჭოეთში გამეღვიძოს!
არ მინდა ომი მსოფლიოში!
გაუმარჯოს უკრაინის მამაც ბრძოლას!
ცისმარე დღეს ვიმეორებ: რუსეთი ოკუპანტია! იმპერია უნდა დაეცეს!” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი, ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში.
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share