საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – აიდიეფაიმ საქსტატის ოფიციალური მონაცემები შეისწავლა და გაარკვია, რომ ბოლო ოთხი წელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით შობადობის მაჩვენებელი გარდაცვალების მაჩვენებელს ჩამორჩება.
დემოგრაფიული პრობლემა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ახალგაზრდების ქვეყნიდან მასობრივი გადინებაა. ამას ემატება სოციალური ფონიც. თუ მთავრობა ეკონომიკურ პროგრამებს არ დაიწყებს და მოქალაქეების დასაქმებაზე არ იზრუნებს, საქართველოს მოსახლეობის შემცირება ემუქრება. ეკონომისტები ხელისუფლებას ურჩევენ, წაახალისონ მატერიალურად მრავალშვილიანი ოჯახები და გააუმჯობესონ მათი საცხოვრებელი პირობები.
ტვ პირველი