რუსულ არმიას მომარაგების გზები ეკეტება – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი სტრატეგიული ხიდი გაანადგურეს, რომლითაც რუსულ ჯარს საკვებს და იარაღს აწვდიდნენ.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთში 20-ზე მეტ დასახლებას უკრაინა აკონტროლებს. პუტინის ერთგულმა მოკავშირემ, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეუთვალა, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს.
გარდა ამისა, მინსკი კიევს აფრთხილებს, არ დაიწყოს გადაადგილებები ბელორუსი-უკრაინის 1084-კილომეტრიან საზღვარზე. თუ უკრაინა ამას გადაწყვეტს, როგორც ლუკაშენკო ამბობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი სამხედრო დანაკარგი ექნება. როგორც ჩანს, კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებით მხოლოდ პუტინი არ არის შეშინებული.