გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ურყევი მხარდაჭერისთვის”, – ამბობენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პაკეტში შედის 14 000 საბრძოლო ვაზნა, 26 დრონი და 100-ზე მეტი იარაღი, მათ შორის, RIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.