ქრთამი და ფულის გათეთრება – შეერთებულ შტატებში საარჩევნო ტექნოლოგიებისა და სერვისების საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ აღმასრულებლებს ბრალი წარუდგინეს. ეს კომპანია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფს.
კომპანია, რომელსაც 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს კონტრაქტები, აცხადებს, რომ ბრალდებული თანამშრომლები დროებით დაითხოვა. იგი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ბრალდება ცალკეულ ადამიანებს ეხება და არა კომპანია „სმარტმატიკს“ და რაც მთავარია – არა არჩევნების რამენაირად გაყალბებას.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამ ამბავს, – რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სასამართლო, – გავლენა ვერ ექნება საპარლამენტო არჩევნების სანდოობაზე;
„სმარტმატიკის“ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს და, რაც მთავარია, ყოველ ნაბიჯზე არსებობს მისი გადამოწმების შესაძლებლობა.
“რადიო თავისუფლებაზე“ აღნიშნულ საკითხზე ვრცელი მასალა გამოქვეყნდა.