აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტს ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით დააფინანსებს.
გამოცემა “ბათუმელები” წერს, რომ სატენდერო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ პროექტის, “ანრი ჯოხაძე ბათუმში”, განხორციელების მიზნით, კომისიას წერილობითი მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ მიმართა. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კონცერტი „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართება.
ანრი ჯოხაძის კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში უნდა გაიმართოს. 30 ათასი ლარით კი, როგორც სატენდერო კომისიის ოქმში წერია, „იგეგმება სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა“.