”ოპოზიციამ შევძელით და საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზეთ მრავალფეროვანი არჩევანი იმისთვის, რომ არავინ დარჩეს სახლში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავის პრინციპებთან, ღირებულებებთან, საჭიროებებთან ყველაზე უფრო ახლო მყოფი აქტორი მოძებნოს და ნამდვილად, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, თუ ის მართლაც არ არის რაღაც კორუფციული სქემებით დავალებული ან მიბმული ქართულ ოცნებაზე, აქეთ არის ძალიან კარგი პალიტრა, რომლის შიგნითაც ადამიანებს შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი.
ჩვენ, ძლიერი საქართველო სწორედ ამ ნიშნით შევიკარით ერთად და ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ადამიანებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში შესაძლოა ჩათვალეს, რომ მათ მისვლას არ ჰქონდა აზრი ან მათი ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ ძალას აქამდე ვერ ხედავდნენ საარჩევნო ბიულეტენზე, ახლა ეს გავაჩინოთ” – განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.