მულტიპროფილური სამედიცინო აქცია გურიის მოსახლეობისთვის „პარვუს ჯგუფისგან“

31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გურიის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით  სამედიცინო აქცია ჩატარდება.

კომპანია „პარვუს ჯგუფის“ გურიის სოციალური პროექტების ფარგლებში დიაგნოსტიკური და სკრინინგული კვლევების უფასო აქცია შემოქმედის თემში, სოფელ გომსა და შემოქმედში გაიმართება.

მსურველებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ექოსკოპიური კვლევები შემდეგი მიმართულებით: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, მამოლოგია, უროლოგია, ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ფსიქიატრია. ჩატარდება ინსტრუმენტული კვლევებიც (კარდიოგრამა, გლუკომეტრით შაქრის განსაზღვრა სისხლში, თვალის კვლევა, მუცლის ღრუს, ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიები)

კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებენ კლინიკა “ვივამედის” ექიმები

აქციის განრიგი:

31 აგვისტო 11:00-15:00 – სოფელი გომი (სკოლის შენობა)

1 სექტემბერი 11:00-16:00 – სოფელი შემოქმედი, (სკოლის შენობა)

 

აქცია სრულად უფასოა და შეუძლია ისარგებლოს გურიის რეგიონის მოსახლეობამ შეზღუდვის გარეშე. სასურველია იქონიოთ პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ისტორიის გახსნის მიზნით.

„პარვუს ჯგუფი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share