“პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა” – ანა ფოტიგა საქართველოშია

ანა ფოტიგა საქართველოშია. ევროპარლამენტარი თბილისში შეხვედრებისთვის ჩამოვიდა. ხვალ ის
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც “გადამწყვეტი წელი” ჰქვია.

ანა ფოტიგა დღეს ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდა და ავიაკატსტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტს პატივი მიაგო. ისაუბრა საქართველოში ჩამოსვლის მიზეზზეც და თქვა, რომ ეს ქართველი ხალხის მხარდასაწერად გააკეთა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და “ქართულ ოცნებას” მოახლოებული სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა.

”ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ვიზიტებს ლეხ კაჩისნკის ხსოვნის პატივისცემით ვიწყებ, რადგან ის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო. მე ვიცი მისი შეხედულება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, მათი მუშაობის შეზღუდვა მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რაც ახლა საქართველოში ხდება. ხალხი ამას ხედავს საქართველოს გარეთაც. პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, მაგრამ არჩევნებამდე თუ არაფერი შეიცვალა, სანქციებს ვნახავთ. ჩანს, რომ „ოცნება“ ევროპის წინააღმდეგია, დანარჩენი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია” – თქვა პოლონელმა დიპლომატმა.  

ევროპარლამენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაც უნდოდა, თუმცა ჯერ უცნობია მისცემს თუ არა მას ამის უფლებას საქართველოს ხელისუფლება.

ანა ფოტიოგა საქართველოში სამი დღე დარჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share