საოცარი ემოციებია, ჯერ აზრზე ვერ მოვედი – გიგა ოჩხიკიძე პარაოლიმპიადის ოქროს მედალოსანია

”პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის. ახლა ემოციებს ვერაფერს ვერ გადმოვცემ. იმიტომ, რომ საოცარი ემოციებია, ჯერ აზრზე ვერ მოვედი. ერთი რაც ვიცი, რომ ოქროს მედალი, მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური რეკორდი საქართველოში მოდის. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა. ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ და შედეგი კი არის, ხედავთ. ”

თქვა ქართველმა პარალიმპიელმა, გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედლის მოგების შემდეგ.

გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share