დვაბზუს ეკლესიაში გადმოტანილი ვარჯანაულის წმინდა გიორგი ხატი

დვაბზუს ეკლესიაში გადმოტანილი ვარჯანაულის წმინდა გიორგი ხატი
.
„ძველებმა გაზიდეს ქართლიმერეთში და ბევრიც აქ ჩააბარა დედამიწას და ამნაირათ შენახულა მომავალ თაობისათვის. ჩემის თვალით მინახავს, რომ გურიაში გაუტანიათ და დვაბზუს ეკლესიაში მოუთავსებიათ ვარჯანაულის წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი ზედ ქართული წარწერით: “ვარჯანაულის წმინდის გიორგი”.
.
აქ ამ ხატის სახელობაზე ვარჯანელი (ვარჯანეთი სოფელია) მკვიდრნი ლოცულობენ და მიაქვთ შესაწირავი. სხვა ხატებიც ბევრია აქედან გადატანილი გურიაში და იმერეთში.
.
ამნაირათ შერჩა ხალხს დედა-ენა, ქართული სიმღერები გურულ კილოზე, ქართული წერა-კითხვა, მიწერ-მოწერა; აგრედვე, შერჩა ნათვლა, ქორწილი და ტირილი გურული ჩვეულებით, ნათლულობა და ერთმანეთში მიმოსვლა, ქართული ზნე-ჩვეულებით. შერჩა გურული ტანისამოსი და ჩაბალახი, ისე რომ გურულს ვერც გაარჩევთ ქობულეთელ-აჭარელისაგან. რადგანაც ამათში ქალის გათხოვება-მოყვანა ძლიერ შემოსაზღვრული იყო, ასე რომ მაგალითი არ ყოფილა ქობულეთაჭარას, სხვა ტომის ქალი ცოლათ შეერთო და ამის მეოხებით ხალხიც არ გადაგვარებულა. ქობულეთ-აჭარლები ნამდვილი ტიპია ქართველი ხალხისა. მათ კიდევ შერჩენიათ ძველებური პატივისცემა ტაძრებისა და ხატებისადმი.”
.
– სახალხო გაზეთი #1177 – 1914 წელი
– წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან 2020 წელი
შეიძლება იყოს Stari Most გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share