ოზურგეთელი მოჭიდავეების 21 მედალი ღია პირველობიდან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, ვახტანგ ბაგლიძის სახელობის სპორტის სასახლემ ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ( 2010 – 2012 წელს დაბადებულთა შორის) უკვე ტრადიციადქცეულ შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია პირველობას უმასპინძლა.
 ტურნირში საქართველოს მასშტაბით 350 მეტი სპორტსმენი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იღებდა მონაწილეობას.
როგორც ყოველთვის აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა, ჩვენმა ბიჭებმა შინ 21 მედალი , მათ შორის 8 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო დატოვეს და შეჯირბის ფავორიტები გახდნენ.
🥇 I ადგილი
გაბრიელ ცინარიძე 20კგ
დავით ცინარიძე 23კგ
ნიკოლოზ კუტუბიძე 41კგ
დავით მხეიძე 51კგ
საბა ვაშალომიძე 61კგ
ნიკოლოზ ჯოგლიძე 71 კგ
მამუკა ცინცაძე 71 კგ
ნიკოლოზ კილაძე 32 კგ
🥈II ადგილი
დავით თოიძე 29კგ
დავით დოლიძე 23კგ
ლუკა მოისწრაფიშვილი 61
ბექა თოდრაძე 35 კგ
საბა ჩხეიძე 66 კგ
🥉 III ადგილი
გიორგი ჩხარტიშვილი 35კგ
დავით მატკავა 41კგ
გენო კუტუბიძე 71კგ
ლუკა გოი 90კგ
ერეკლე მაჭარაშვილი 44 კგ
თემურ ჩხარტიშვილი 61 კგ
გაბრიელ თავბერიძე 38 კგ
ჩხიკვაძე გიორგი 32 კგ
ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის : ძმებმა ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, იაშა ბოკუჩავამ, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა ქადეიშვილმა, ლაშა გუჯაბიძემ , გურამ მაჭარაშვილმა, ალიკა და გურამ აბაშიძეებმა მოამზადეს.
ჩემპიონებსა და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი and ბრბო გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share