ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატება აღმოსავლურ ორთაბრძოლაში

23 აპრილს ქ. თბილისში ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში ჯიუ – ჯუცუში საქართველოს ტური გაიმართა.
საერთაშორისო ტურნირში, სადაც 12 ქვეყნის 176 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის მოსწავლეებმა.
შეჯიბრიდან ოზურგეთელი სპორტსმენები 4 მედლით დაბრუნდნენ.
 II ადგილი
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 7 წლის – 24 კგ
ნათია ტუღუში – 9 წლის – 29 კგ
 III ადგილი
საბა ჟორჟოლიანი – 6 წლის – 20 კგ
დანიელ ხუციშვილი – 7 წლის – 22 კგ
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის ირაკლი ტუღუშმა მზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share