ჯუმბერ მენაბდე დაიბადა 1958 წელს ქ.ბათუმში.
თამაშობდა ოზურგეთის“მერცხალში 1984-85,1988-89 წლებში.
იყო სსრკ-ს ჩემპიონი მეორე ლიგის გათამაშების 1983 ბათუმის „დინამო“და ოზურგეთის „მერცხალი“1985 წელს,
სსრკ-ს შეიარაღებული ძალების ჩემპიონი 1980-1981 წლებში თბილისის ასკ-ს შემადგენლობაში.
ფეხბურთის თამაში დაიწყო ათი წლისამ ქ.ბათუმში ლერი ველურიძესთან და ანზორ კვაჭაძესთან.
1977 წელს მიიწვიეს ბათუმის „დინამოში“ სსრკ-ს პირველობა ,მე-2-ე ლიგა მწვრთნელი გოგი ანთაძე.
1980 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, ა.სკ. თბილისის შემადგენლობაში ითამაშა 1981 წლის ბოლომდე,
1982 წელს იწვევენ ქუთაისის „ტორპედოში“ მწვრთნელი ანატოლი ნორაკიძე ,სეზონის დაწყება ვერ მოვასწარით- იხსენებს ჯუბა მეც და ნორაკიძეც აღმოვჩდით სამტრედიის „ლოკომოტივში“.
1983 წელს ბრუნდება ბათუმის“დინამოში“ მწვრთელი ვალერიან ჩხარტიშვილი და იმავე წელს გუნდი ხდება სსრკ-ს მეორე ლიგის ჩემპიონი, გადმწყვეტ პლეიოფის მატჩს უგებს მოსკოვის „კრილიას“ და გადადიან პირველ ლიგაში.
ბატონი ჯუბა იხსენებს :ეს იყო დაუვიწყარი წელი გუნდმა დიდი შემართებითა და აღმავლობით ჩაატარა მთელი სეზონი და ღირსეულად გადავიდა პირველ ლიგაში,მთელი აჭარა და მთელი საქართველო გვილოცავდა ამ დიდ წარმატებას!
1985 წელს იწვევენ მახარაძის“მერცხალში“ მწვრთნელი თემურ გრძელიშვილი, იმავე წელს ხდება სსრკ-ს ჩემპიონი მეორე ლიგის გუნდებს შორის და ღებულობს მონაწილეობას პლეიოფში, როგორც ჯუბა იხსენებს მართლაც ძლიერი და კარგი გუნდი ჩამოყალიბდა ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი;დუდა, მაზინჩუკი, კვაჭი,კიკლიაშვილი,ათუაშვილი,უგულავა, თოფურიძე,კაშია,ღლონტი, ასეთი ფეხბურთელებით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო.
1986 წელს სამწუხაროდ მახარაძის „მერცხალი“ იშლება და ჯუბა ბრუნდება ბათუმის“დინამოში,“ რომელიც თამაშობს სსრკ-ს პირველობაზე პირველ ლიგაში,
1988-89 წლებში ისევ მახარაძის“მერცხალშია“ მწვრთნელი სოსო გაგუა, იმდრონდელი „მერცხალი“ კარგი გუნდი იყო იხსენებს ჯუბა ისეთი ოსტატები თამაშობდნენ როგორებიც იყვნენ; ვალიკო დუმბაძე, იური მამინაშვილი, ვლადიმერ კვაჭანტირაძე, ზურაბ ხამაშურიძე ,გოჩა როყვა, ამირან ანდღულაძე,დავით პაიკიძე, შუქრი კაშია,ავთანდილ ცერცვაძე,ჯონი კალანდაძე,გელა ჩიგოგიძე,ვახტანგ ჩხაიძე,განსაკთრებული მეგობრული და შეკრული გუნდი იყო ერთი მიზნისკენ მიმართული მათან თამაში დიდი სიამოვნება იყო იხსენებს ბატონი ჯუბა!მიყვარს გურია და გურულები ამიტომ გული სულ ჩემს მშობლიურ გურიისკენ მომიწევდა, ბევრი კარგი წლები გავატარე მახარაძეში დიდი სიყვარული და პატივისცემა გურულებს ჩემს თანგუნდელებს მწვრთნელებს ფეხბურთის გუშემატკივრებს!
მწვრთნელები ჩემგან მეტს მოითხოვდნენ ;სულ მეუბნებოდნენ შენ გენო მენაბდის შვილი ხარ და მაღალ დონეზე მოგეთხოვება თამაშიო (ბატონი გენო მენაბდე მახარაძის რაიონის სოფ.შემოქმედიდან იყო, თამაშობდა 1951-53 წლებში მახარაძის „მერცხალში“ შემდგომ გადავიდა ბათუმის“დინამოში“ და თოთხმეტი წელი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო) მე რაც შემეძლო იმას ვთამაშობდი და სიამოვნებას ვანიჭებდი მაყურებელსაც და საკუთარ თავს – იხსენებს ჯუბა! ჩემი როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა;ვალერიან ჩხარტიშვილმა,შოთა ჭეიშვილმა და ანატოლი ნორაკიძემ, ღმერთმა აცხონოს ისინი!”
დღესაც ფეხბურთშია ბატონი ჯუბა ს/კ ბათუმის „ბაკურის“ მთავარი მწვრთნელია და ბავშვებს გადასცემს თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ჯუბა კაცი იყო მინდორზეც და მინდვრის გარეთ,კაცი რომელიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს თავის მეგობრებში და საზოგადოებაში,მისი ცხოვრება ფეხბურთით დაიწყო და დღესაც ფეხბურთშია, კაცური კაცის სახელით დადის.
სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ !
ხარიტონ ჩხატარაშვილი