სოფელ შრომაში გამართული “ოზურგეთის ღია პირველობა ფარიკაობაში” უკრაინას მიეძღვნა

5 მარტს ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში “ოზურგეთის ღია პირველობა ფარიკაობაში” გაიმართა, რომელიც უკრაინასა და უკრაინელებს მიეძღვნა. ამით ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოხატეს ახლო მეზობელს.
შეჯიბრში მონაწილეობა ქობულეთისა და შრომა-ნატანები-ეკალდიდის მოფარიკავეებმა მიიღეს.
დღევანდელ ფარიკაობაში უპირატესობა ქობულეთის სპორტსმენებმა მოიპოვეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გაკაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ფარიკაობის სექციის სპორტსმენები მცირედით დაჩაგრეს.
ალექსანდრე თოიძემ გამორჩეულად იასპარეზა თუმცა, ფორტუნა მის მხარეს არ აღმოჩნდა.
 ასევე კარგი შედეგი დადეს ნატა ფუტკარაძემ, ნია თედეშვილმა და ლიზი ფუტკარაძემ.
 სულ შეჯიბრში 6 გოგო და 12 ბიჭი მონაწილეობდა.
 გუნდი ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share