ნიდერლანდებმა უკრაინას 28 მუხლუხიანი ჯავშანმანქანა „ვიკინგი“ გადასცა – როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, უკრაინას რუსული აგრესიის გასამკლავებლად მოკავშირეების მუდმივი მხარდაჭერა ესაჭიროება.
‘ვიკინგი“ ეს არის ყველგანმავალი ორი ნაწილისაგან სემდგარი „ამფიბია’ რომელიც გადაადგილდება წყალშიც – შეადგენს 11 ტონას
ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარების პალეტიდან 800 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის რეაბილიტაციისათვის.
მსოფლიო ბანკმა უკრაინას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის 400 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
მორიგი სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინას გერმანიამ რომელშიც შედის ‘ირისის“ სისტემის დანადგარები, 26 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი „ვექტორი“,მსაევაკუაციო მანქანები, 6 საინჟინრო ექსკავატორი, 14 ათასი 155 მმ საარტილერიო ჭურვი და ათეულობით წყალქვეშა უპილოტო აპარატები.
უკრაინამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ავიაბაზებზე, ნავთობგადამამუსავებელ ქარხნებზე, სამხედრო იარაღის საწყობებზე და სხვადასხვა სამხედრო დანისნულების ობიექტებზე შეტევები.
დრონების უმრავლესობა უკრაინული წარმოებისაა და ის უკრაინაში დასავლური ტექნოლოგიებითა და ფინანსური დახმარებით მზადდება.
ფრანსისკო სერა-მარტინსი, ავსტრალიის არმიის ყოფილი სამხედრო ინჟინერი ერთერთია, რომელმაც უკრაინელებთან ერთად ამ ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა გახსნა და დასავულური დაფინანსების მოპოვების სემდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
ავსტრალიელი ინჟინერის ქარხანა ერთ ერთია იმ, მინიმუმ სამი ქარხნისა, რომელიც უკრაინაში უპილოტო საფრენ აპარატებს მასიურად აწარმოებს.
მარტინსის თქმით, ერთი დრონის შესდაქმნელად საათნახევარია საჭირო, მისი ღირებულება 3 ატას დოლარამდეა და მის გასანეიტრალებლად რუსების მიერ გამოსაყენებელი რაკეტა მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
თუმცა, როგორც მარტინსი ამბობს, მისი ეფექტურობა მხოლოდ სიიაფეში არ გამოიხატება.
მსხვილი ამერიკული კომპანია „პალანტირი“ უკვე დიდი ხანია ამზადებს უკრაინელებს დრონებით ეფექტურად გამოყენებასა და სწირუი მარშრუტების დადგენა შექმნის მიმართულებით,
ბრიტანელი ინჟინრები ამ კომპანიიდან ამბობენ, რომ ერთ ობიექტზე ხშირად ათეულობით დრონი უტევს, მინიმუმ სამოცი, მიზნამდე კი გაშვებული დრონების 10% აღწევს, ხშირ შემტხვევაში დრონებს „მეგობრული ცეცხლი“ ანუ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აგდებს:
„მაგრამ ეს ომის ნაწილია და ჩვენ ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა“ აცხადებენ ინჟინრები.
4 სექტემბერს ამერიკაში „შრომის“ დღეა, ეს კი იმით არის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია ამერიკული საზომებით, სწორედ შრომის დღეს იწყება.
ამერიკული „ABC“ გამოკითხვებით ჰარისი 52%-ტრამპი 46%;