კლინიკა „ვივამედის“ და „პარვუს ჯგუფის“ ერთობლივი სამედიცინო აქცია გურიაში

სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! – ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია, ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, დოპლეროგრაფია, კარდიოგრამა, შაქრის განსაზღვრა სისხლში. 300-ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო მომსახურება, კვალიფიციური კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური დანიშნულება.

აქცია დაიგეგმა კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით.

კომპანია შემოქმედის თემის ტერიტორიაზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გარკვეული სოციალური აქტივობები ადგილობრივებთან შეთანხმებით.

საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკით აღიარებული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას კომპანიას ავალდებულებს შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად თემში სოციალური საკითხების მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს.

მიმართულების და აქტივობების  განსასაზღვრად, პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში, კარდაკარის და სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციის  ფორმატით, არაერთი შეხვედრა  ჩავატარეთ. შეხვედრების  მიზანი ინფორმაციის გაცვლაგამოცვლა და სოფლებში არსებული საჭიროებების კვლევა იყო. მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ  გეგმა, სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით:  საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და  სამედიცინო, მათ შორის შშმ პირების დახმარების და მხარდაჭერის  პროექტები.

სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ამ აქციაში სიამოვნებით შემოგვიერთდა მაღალი პასუხისმგებლობის კლინიკა ვივამედი, რომლის ექიმებმაც ამ კონკრეტულ აქციაზე 300-ზე მეტი პაციენტი მიიღეს. ექიმებმა აქციის ბოლოს კონსილიუმის ფარგლებში შეაფასეს რეგიონში გამოკვეთილი სამედიცინო პათოლოგიები, რომლის დამუშავების შემდეგ  „პარვუს ჯგუფი“ მომავალშიც დაგეგმავს საჭირო და ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო მიმართულების აქციებს და პროფილურ გამოკვლევებს.“ – ამბობს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ეკა ნონიაშვილი.

კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მადლობას უხდის „ვივამედის“კლინიკის ხელმძღვანელებს და აქციაში მონაწილე ექიმებს გულისხმიერებისთვის და პროფესიონალური მომსახურებისთვის.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share