ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პარაოლიმპიელებს 12 ათასი დოლარი შეუგროვეს

საქართველოში დიდი გამარჯვებით დაბრუნებულ პარაოლიმპიელებს ამერიკაში მცხოვრები ქართელი ემიგრანტების სახელით ჯილდო გადასცეს. სამშობლოსგან მოშორებით გადასახლებულმა ადამიანებმა პარაოლიმპილებისთვის 12 ათასი დოლარი შეაგროვეს, რომელიც ქართველ პარაჩემპიონებს ემიგრანტების სახელით გადასცეს.

ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის ნინო იოშვილი, რომელმაც პირველმა გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო მოწოდება პარაოლიმპიელების დაფასების შესახებ. ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების მხრიდან და ერთ-ერთი ჯილდო, რომელიც პარაოლიმპიელებს დღეს გადაეცათ, სწორედ ქართველი ემიგრანტების მიერ შეგროვილი 12 ათასი დოლარია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share