დიდი ზეიმი ქვეყანაში – საქართველომ მოიგო – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
პირველი გოლი 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. მატჩის 52-ე წუთზე მეორე გოლი ჩეხეთის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 63-ე წუთზე საქართველო გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა.
65 წუთზე გატანილი გოლის ავტორი კი გიორგი ქოჩორაშვილია.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.