დასრულდა ოზურგეთის ჩემპიონატი 14 და 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, რომელიც 16-18 აპრილს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობდა.
ასპარეზობაში 15 მონაწილე იყო ჩართული , ის მოჭადრაკები, რომლებიც ასაკობრივ კატეგორიებში, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ.
პრაქტიკულად ჩემპიონატმა აბსოლუტური პირველობის სახე მიიღო და მისი მიმდინარეობის და დაფიქსირებული შედეგების მიმართ ინტერესი ბევრად მაღალი გახდა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად, ჩატარდა. გათამაშდა საინტერესო პარტიები, რომლებშიც ახალგაზრდებმა თამაშის ბევრად უფრო მაღალი დონე აჩვენეს, ვიდრე წინა ჩემპიონატებში. რაც შეეხება პროგნოზებს, ამ მხრივ 13 წლის თენგიზ თოიძის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეუტანია.მართლაც, მან პრაქტიკულად ყველა პარტია მოიგო და დამსახურებულად გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის აბსოლუტური ჩემპიონი. აქვე უნდა აღინიშნოს მის ღირსეულ საქციელზეც, რომელიც მან ერთერთი პარტიის მსვლელობის დროს შექმნილი ინციდენტის განმუხტვის მიზნით გამოავლინა. ჭაბუკებში ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი ბრწყინვალე შედეგით თამარ ასათიანმა დაისაკუთრა,რომელმაც მხოლოდ ერთი პარტია დათმო, ისიც ჩემპიონ თ. თოიძესთან. ამ ნიჭიერ გოგონას, ყველა მონაცემი აქვს დიდი ჭადრაკი ითამაშოს, მაგრამ მეტ ყურადღებას მაინც სკოლას უთმობს, სადაც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, აბსოლუტურ ჩათვლაში მესამე ადგილზე ლიხაურელი ანდრია კიკაბიძე გავიდა. მან ეტყობა გაითვალისწინა წინა ჩემპიონატზე მიღებული შენიშვნები და ამჯერად მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა თამაშს და შედეგიც შესაბამისი აჩვენა.. 16 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონი, უდანაკარგო შედეგით, თამარ ასათიანი გახდა. აქ მეორე ადგილი ლიზი ვასაძემ დაიკავა, ხოლო მისი და ნათია, ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. 14 წლამდე ასაკის ჭაბუკების ჩათვლაში საუკეთესო შედეგი ერთდროულად სამ მოჭადრაკეს თანაბარი ქულებით აღმოაჩნდა. დამატებითი კრიტერიუმებით ჩემპიონობა ნიკოლოზ ბარამიძემ მოიპოვა. დემეტრე გოგიტიძეს მეორე ადგილი ერგო, ხოლო ლიზი ვასაძეს კი მესამე. ლიზიმ თავისი შედეგით, 14 წლამდე გოგონებში ჩემპიონობაც მოიპოვა. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი მარიამ მახარაძემ დაიკავა. აღნიშვნას იმსახურებს იმ მოჭადრაკეების აღნიშვნას, რომლებიც საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მიუხედავად მათი პატარა ასაკისა, კარგი, გააზრებული თამაში აჩვენეს. ესენია ლაზარე ჩხარტიშვილი, ,სანდრო გოგუაძე და აკაკი სიხარულიძე.
ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა.წარმატებული მოჭადრაკეები დიპლომებით, თასებით და შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდა.
გურიის საჭადრაკო კლუბთან ერთად, ღნისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო და საჭადრაკო ჩემპიონატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ.