”ჩემთვის რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმ წარმატების შემდეგ, როგორ ვითამაშებდით დღეს. ცოტა მეშინოდა, რომ რაღაც ზედმეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდა, რაღაც ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით – რაღაც კარგის მერე, აუცილებლად ვურევთ ხოლმე. დღეს ფეხბურთელები დავინახე, რომელიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. სიახლეებს რაც შეეხება, დღევანდელ თამაშში კონტრშეტევებში ძალიან მაგრად ვიყავით და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს. მწვრთნელმაც ძალიან კარგად და სწორად მოარგო დღევანდელი სისტემა. მარტო გაკვირვებული ვარ ამ ანგარიშით. ამ ჯგუფში ეს იყო განაცხადი – ანგარიშში ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ თვითონ თამაშზე ვაჯობეთ. იმხელა კლასი გვაქვს წინ, რომ დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ”-
განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ.