”გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება, როგორც საქართველოს სახელმწიფო თვითმყოფადობის საყრდენი.”
ამბობს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.