”საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ უკუსვლაზე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს უცხოური აგენტების კანონის მიღებამ გამოიწვია. ჩვენ ვთხოვეთ მას დაფიქრებულიყო გზებზე, რასაც გამოვიყენებდით აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების წინ წაწევისთვის. ეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს დაუჭერდა, ასევე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ვწუხვარ რომ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი თხოვნა, რაც პრემიერს ჰქონდა, ის იყო, რომ ამერიკამ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები მთავრობის მიმართ.
იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიკავა პოზიცია, არ აღიაროს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათ არ ეთანხმება. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები საერთო ფასეულობებზეა დაფუძნებული და ფაქტი, რომ მთავრობამ ამის გადაგდება განიზრახა და რუსეთის სასარგებლოდ იქცევა, ნამდვილად რთული გასაგებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულია.”