”რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.”-
განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.