“სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა”, – ამის შესახებ შეერთებული ამერიკის შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი.
“სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა.
საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს საკუთარ კანონებს და პატივს სცემს მათ თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას”, – ნათქვამია განცხადებაში.