საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები. კერძოდ, 2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში ჯერ კიდევ შესამჩნევია. ქალები კვლავ განიცდიან გენდერულ ხარვეზებს, როცა საქმე ხელფასებს, სამუშაო ძალაში ჩართულობას, დასაქმებასა და სამუშაო ადგილის იერარქიას ეხება.
მონაცემებს Euronews Next აანალიზებს.