ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადოს იმ რუსთაველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მწარედ მოატყუა 2012 წელს, – ამის შეახებ „ერთიანოიბა -ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ რუსთავში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ წინასარჩევნო შეხვედრაზე რუსთავში ბიძინა ივანიშვილი რუსთაველებმა მარტო უნდა დატოვონ ჩაწერილი ტაშის ამარა.
კირკიტაძე ივანიშვილს მოუწოდებს, რუსთავში არ გაიმეოროს გორში გაკეთებული სამარცხვინო განცხადება და ბოდიში რუსთაველებს მოუხადოს.
„ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადოს იმ რუსთაველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მწარედ მოატყუა 2012 წელს, ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ მისი და მისი დამქაშების საწარმოებში და აქვთ მიზერული ხელფასი, რომელიც არ ჰყოფნით ხელფასის აღებიდან ერთი კვირაც კი. ტოპ მენეჯერებს აქვს ათჯერ და ორცერ მეტი ხელფასი და ამ ადამიანებს თვიდან თვემდე არ ჰყოფნით ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იმეტებენ მათთვის. ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველ სტუდენტებს და რუსთაველი სტუდენტების ასოციაციას, რომლებიც წლებია იბრძვიან იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩასვლა და უკან დაბრუნება არ უჯდებოდეთ ათი და მეტი ლარი“, – განაცხადა კირკიტაძემ.