ეს იქნება არჩევნების თემა: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვიც არ მეპარება, საქართველო რა არჩევანს გააკეთებს – სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება CNN-თან ინტერვიუში გააკეთა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონი და გამოეხმაურა ამავე კანონის საწინააღმდეგოდ თბილისში გამართულ ხალხმრავალ დემონსტრაციებს:
„რაც ცხადია, არის ის, რომ ქართული საზოგადოება არასდროს მისცემს უფლებას მთავრობას, რომელიც პრორუსულია, დარჩეს მის მთავრობად, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკეთებდა მისი ისტორიის განმავლობაში და არ შეიცვლება.
[…] მე არ ვფიქრობ, რომ ძალადობის სცენები იქნება, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან მშვიდობიანია – რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, არის მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი დემონსტრაციები, უამრავი ახალგაზრდა ადამიანით, რომლებიც ცეკვავდნენ და სკანდირებდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება.
ეს ტრენდია და უნდა იქცეს სტრატეგიად და მიმართული უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. ამ ქვეყანაში რადიკალური გადაჭრის გზები აღარ გვინდა, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ევროპისკენ გზა არჩევნებში უნდა მოვიგოთ. ეს იქნება არჩევნების თემა: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვიც არ მეპარება, საქართველო რა არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. [თარგმანი “პუბლიკა”]