”ევროკავშირმა გააღო ფანჯარა ამ ძალიან კარგი, ლამაზი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველ რიგში, მოსახლეობაზე ვფიქრობდით. რა თქმა უნდა, საკმარისი არაა ის, რაც ოცნებამ გააკეთა, ყველამ კარგად იცის, რომ პროგრესი არ იყო საკმარისი, მაგრამ მეორე მხრივ, არავის სურს, რომ საქართველო დარჩეს ლავროვის ან პუტინის გავლენის ქვეშ. ეს შეშფოთება მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ღიაა. თუ თქვენ ამ შანსს დაკარგავთ და ამ შანსს ვერ გამოიყენებთ, მე მეშინია, რომ სიტუაცია იქნება საკმაოდ ცუდი და შემდეგი შანსი მალე არ მოგეცემათ.” –
თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულას ეთერში.