ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის ნაბიჯები აფიქრებინებს იმას, რომ ასეთი მშიშარა მთავრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს:
„ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ ასეთი მშიშარა მთავრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს. ამ ფიქრის საფუძველს მაძლევს უამრავი რამ. ჯერ ერთი მთავრობას ეშინია ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლების, ეშინია კრიმინალების და ამიტომ მფარველობს მათ, ეშინია სოციალურ ქსელში გავრცელებული კრიტიკული კომენტარებისა, რომელსაც დაწერისთანავე შლის, ან აშლევინებს დამხმარე ეკიპაჟს, ეშინია ხალხის გამოსვლების, აქციების, ეშინია განსხვავებული აზრის, ეშინია განსხვავებული ორიენტაციის, ეშინია განსხვავებული რელიგიის და კიდევ რა ვიცი… მაგრამ არ ეშინია ტყუილის თქმის.“-წერს ის.