”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო არ დარჩა მარტო და არ დარჩა გარიყული პროცესებისგან. მიუხედავად ამისა, თქვენი მიმდინარე ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეაჩეროს საქართველო იმ გზაზე, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიდის.
პირველად, როცა უკრაინამ მოიგერია პირველი შეტევები რუსეთისგან. უკრაინის გმირობამ თითქოს ყინული გაჭრა პროცესებისათვის, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვის, თქვენი ქვეყნისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული მოწვევა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ქართველი ხალხი უნდა უმადლოდეს მამაც უკრაინელებს. გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თქვენი მთავრობის მხრიდან საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ყოფილიყო, როგორც იცით მოლდოვასა და უკრაინას შესთავაზეს მოლაპარაკებების დაწყება. საქართველო, სამწუხაროდ, კვლავ ჩამორჩება.
ოცნებამ კარგად იცის, რას აკეთებს. ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. ამის გამოა, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა. იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მიზნები, არ არის საჭირო მხოლოდ საუბარი მომავალ წევრობაზე. ბევრია გასაკეთებელი – რეფორმებია გასატარებელი, ქცევაა შესაცვლელი. თუ ეს არ მოხდა ასე, საქართველო კიდევ და კიდევ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს.” –