ნიკა გვარამია სუს-ში მივიდა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ლილუაშვილის უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებამ გუშინ დაიბარა.
საუბარია კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე, რაზეც ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სუს-ში გუშინ გამოიკითხა კიდევ ერთი დასახელებული ფიგურანტი ასლან ჩელდიევი. სწორედ ამის შემდეგ დაიბარა სუს-მა გამოკითხვაზე ნიკა გვარამია, რომელმაც იქ შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.