მკვლელობამდე ბექა ჯაიანს მობილურით უღებდნენ? – რა ჩანს წყაროს მიერ მოწოდებულ კადრებში

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე – ტვ პირველის ინფორმაციით, მას  წყარო აწვდის მოდელის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის უცნობ კადრებს რომელიც წყაროს მტკიცებით, 18 სექტემბერს, კესარია აბრამიძის მკვლელობის დღესაა გადაღებული. 

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ 26 წლის კაცი ამ ეტაპზე დაუდგენელ პირს ვიდეო ზარით ესაუბრება.

წყარო აცხადებს, რომ ეს კადრები სათვალთვალო კამერიდან ამოღებული არ არის.

მაშინ ჩნდება ეჭვი, რომ ჯაიანს კადრები კონკრეტულმა პირმა მობილური ტელეფონით გადაუღო.

გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ გახდა ქუჩაში მიმავალი ბექა ჯაიანი კონკრეტული ადამიანის ინტერესის საგანი.

მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი დეტალი, წყაროს მიერ მოწოდებულ კადრებში ბექა ჯაიანს იდენტური ტანსაცმელი აცვია, რაც მას 18 სექტემბერს გადაღებულ კადრებში აცვია. საუბარია, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებზე.

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ გუშინ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share