მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება – ადვოკატი

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი   პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აერ აქვს.

გაიმართება მორიგი სასამართლო სხდომა. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ შევეცდებით პროცესზე შუამგდომლობის დაყენებას, რომელიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვისთვის. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ილუზია სასამართლოს ან ნებისმიერი სხ სახელმწიფო ორგანოს დამოუკიდებლობის, სააკაშვილის  საქმესთან მიმართებით, ბუნებრივია, გადავდგამთ ყველა შესაძლო ნაბიჯს. არანაირი წინაპირობა არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინის შექმნისთვის”, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

უფლებადამცველის თქმით, სხდომაზე, სადაც საზღვრის კვეთის საქმე განიხილება, რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.

ცნობისთვის, ექიმებისა და ექსპერტების, ასევე, ოპოზიციის ნაწილი და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანონ. ოჯახი ამ მოთხოვნით დღეს, კანცელარიასთან, 19:00 საათზე აქციასაც გამართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share