#ჩვენერთადვაშენებთ
ბახვი ჰესის ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურების სათავე და ჰესის შენობები დაკავშირებულია ერთმანეთთან სადაწნეო მილსადენით.
- ბახვი 1 – მილსადენის სიგრძე – 3815 მ. შიდა დიამეტრი – 1100– 1300 მმ.
- ბახვი 2ა – მილსადენის სიგრძე – 3283 მ. შიდა დიამეტრი – 1200 – 1400 მმ.
- ბახვი 2ბ – მილსადენის სიგრძე – 3753 მ. შიდა დიამეტრი – 1300 – 1500 მმ.
კომპანია ბახვი ჰესი მილების მწარმოებელ თურქულ კომპანიასთან NOKSEL თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განთავსებული მილების ფოლადის მარკაა 355J2 და X-65.
რეკულტივაციის, ეროზიისა და ვიზუალური ზემოქმედების შემცირების მიზნით, ბახვი ჰესის პროექტის, ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურის დაბალი წნევის მილსადენის ყრილზე, ე.წ. მოლის ბალახი, ანუ კოინდარი დაითესა. კომპანია ასევე, გამოიყენებს ჰიდრო თესვის აპარატს, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებშიც შესაძლებელს ხდის თესვას.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: