კრასნოდარში, ტიხორეცკის რაიონში ადგილობრივ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია რაიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონების შეტევის შედეგად კრასნოდარში იარაღის საწყობს გაუჩნდა ცეცხლი.
გუბერნატორის განცხადებით, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და საგანგებო რეჟიმი მხოლოდ „ხალხის დახმარების ორგანიზებისთვის და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დროულად გადასაჭრელად“ შემოიღეს.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში რუსების ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზა ააფეთქეს. ამის შემდეგ ტიხორეცკის რაიონის სოფლიდან 1200-მდე მცხოვრების ევაკუაცია მოხდა.