ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ სამაჩალოს რეგიობი რუსეთის მიერ უკვე დიდი ხანია ე.წ. შავ ზონად გამოიყენება”. საქმე ეხება დასავლეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში “ემ ერ ბი ბანკის” დასანქცირებას.
ქადაგიძე ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ბანკებში რუსეთი ისეთ ტრანზაქციება ახორციელებს, რომელიც დანაშაულებებთან არის კავშირში. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ტიპის ტრანზაქციების გამო დაასანქცირა ამერიკის ხაზინამ “ემ ერ ბი ბანკი”.
”სამაჩაბლოს რეგიონი დიდი ხანია უკვე რუსეთის მიერ გამოიყენება ე.წ. შავ ზონად, სადაც ირეცხება, სადაც ხდება გატარება ისეთი ტიპის ტრანზაქციების და ისეთი ტიპის თანხების, რომელიც რუსული ბანკებისთვისაც კი წარმოდგენელია რომ მოხდეს, ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ბირთვულ პროგრამასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ან ნარკოტიკებთან ან იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეიძლება იყოს. საბედნიეროდ, პატარაა ეს იურისდიქციები და მე არ მგონია, რომ დიდი თანხების მოძრაობა ხდებოდეს იქ, თუმცაღა როგორც კი ასეთი მაგალითები ფიქსირდება, იმ წუთშივე, დასავლეთი, სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა ორგანოების სახით ახდენს რეაგირებას. ესეც არის ამ რეაგირების ერთ-ერთი მაგალითი, – ამბობს ქადაგიძე.
ამერიკულმა სანქციებმა ოკუპირებულ რეგიონებამდეც მიაღწია. შეერთებული შტატების ხაზინამ სადამსჯელო ზომები “ემ-ერ-ბი ბანკის” წინააღმდეგ აამოქმედა. სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ცხინვალში მოქმედი ბანკი სანქცირებულ რუსულ და ჩრდილოეთ კორეულ ბანკებს ეხმარება. საუბარია მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებაზე.